საქართველოს ულამაზესი ქალაქი ბათუმი მთელი შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული დანიშნულების ადგილია. ამ ქალაქის ისტორია ძველი წელთაღრიცხვიდან იწყება და მის შესახებ პირველი ცნობები ჯერ კიდევ ბერძენი ფილოსოფოსის, არისტოტელეს ნაშრომებში გვხვდება, თუმცა ბათუმის ქალაქად გადაქცევის ისტორია XVIII-XIX საუკუნეებში დაიწყო.
წარმოიდგინეთ, შავ ზღვაში შეჭრილი ყურე და პატარა, დახრილსახურავებიანი სახლები სანაპიროზე, ვიწრო ქუჩები, ბაზრობები, თევზის გამყიდველები… ზღვის ყურეში იალქნიანი გემები ირწევიან და ქუჩაშიც ისმის მეზღვაურების გადაძახილი. აი, ასეთი იყო ბათუმი XIX საუკუნის შუა წლებში. მოხერხებულმა ნავსადგურმა უამრავი ქართველი და უცხოელი მოიზიდა ამ ადგილას და პატარა დასახლება ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ქალაქად იქცა. მას ყოველთვის ჰქონდა კურორტისათვის საჭირო რესურსები, მაგრამ ბოლო წლებში უპრეცედენტო ზომები იქნა გატარებული ტურიზმის განვითარებისათვის: განახლდა ძველი ბათუმის საცხოვრებელი სახლები, მთლიანად შეიცვალა და მოწესრიგდა წყალგაყვანილობის სისტემა, შეიქმნა უამრავი ტურისტული ობიექტი, გაიხსნა მსოფლიო ბრენდების სასტუმროები, ამუშავდა პროექტი "ბათუმველო", გაიხსნა უამრავი კაფე-რესტორანი თუ გასართობი ადგილი.
თბილი კლიმატით, ძველი და ახალი არქიტექტურით, ულამაზესი ბოტანიკური ბაღითა და მარადმწვანე ბულვარით ბათუმი წელიწადის ყველა დროს ერთნაირად მიმზიდველია.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბათუმი გახდა კულტურული ღირშესანიშნაობებისა და საერთაშორისო ღონისძიებების ცენტრი. აქ ტარდება მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები, საერთაშორისო ფესტივალები ხელოვნების სხვადასხვა დარგებსა თუ სპორტში.
ღამის ცხოვრების მოყვარულებს ბათუმი დიდ არჩევანს სთავაზობს: ზოგს ბათუმის ბულვარში სეირნობა მოსწონს, სადაც სხვადასხვა ფერად განათებული მუსიკალური შადრევნები მთელი ღამე ცეკვავენ, ზოგს ღამის კლუბები იზიდავს, ზოგს – ბათუმის კაზინოები, ზოგსაც ზაფხულში, ზღვისპირა ბუნგალოში ურჩევნია გართობა.
და არ დაგავიწყდეთ, ბათუმს გადმოხედოთ ზემოდან. ქალაქის ძველ ნავსადგურთან საბაგირო გზა იწყება, რომელიც მთისკენ, ზღვის დონიდან 256 მეტრზე მიემართება. აქ, პანორამული გადმოსახედიდან, შეგიძლიათ ბათუმის ხედით, მთისა და ზღვის კონტრასტით დატკბეთ.

צרו קשר
  • 95, Angisa Street, Batumi, Georgia
  • ראו במפה
  • CREATED BY
    מעוניינים לרכוש דירה בבטומי? השאירו את הפרטים שלכם ומנהל המכירות שלנו ייצור אתכם קשר בהקדם