მყუდრო ზღვისპირა პატარა ქალაქი, რომლის კონტრასტებიც გაკვირვებთ, განვითარების ტემპი გაოცებთ, ხოლო სიმწვანე გამშვიდებთ, ბათუმი დასავლეთ საქართველოში, აჭარაში მდებარეობს. იგი ულამაზესი ზღვისპირა ქალაქია მოელვარე სანაპიროებითა და მომხიბვლელი გარემოთი. ყველაზე შთამბეჭდავი ბათუმური კონტრასტი, კი ზღვისა და მთების საოცარი სიახლოვეა, რომელსაც განსაკუთრებულად ბათუმის ბულვარში სეირნობისას შეიგრძნობთ , აქ ერთმანეთს ერწყმის კავკასიონის მთებისა და შავი ზღვის ჰაერი და თვალწინ იშლება ულამაზესი პეიზაჟები.

უძველესი ისტორია, მსუბუქი და დინამიური არქიტექტურა, მზიანი სანაპირო, ბულვარი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, უგემრიელესი აჭარული სამზარეულო და მრავალი გასართობი, კულტურული თუ დასასვენებელი ადგილი შეუდარებელს ხდის ამ ქალაქს და უამრავ დამსვენებელსაც იზიდავს. ის პოპულარობით სარგებლობს არა მარტო რესპუბლიკის, არამედ რეგიონის მასშტაბითაც.

ბათუმის დათვალიერება პირველ რიგში მის ქუჩებში გასეირნებით და XIX- XX საუკუნეების არქიტექტურის დათვალიერებით უნდა დაიწყოთ. ამ ქალაქში ასევე შეძლებთ ყველა მთავარი რელიგიური მიმდინარეობის (მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი, ისლამი, იუდაიზმი) საკულტო ნაგებობების მონახულებას. ბათუმისა და ზოგადად აჭარის ტერიტორიის უძველესი ისტორიიდან გამომდინარე, ძალიან საინტერესოა ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი, სადაც უნიკალური მასალაა (ქართული და უცხოური წარმომავლობის მონეტები, ბრინჯაოს, მინისა და კერამიკის ჭურჭელი და სხვა) წარმოდგენილი ბრინჯაოს ხანიდან ახ. წ. შუასაუკუნეების ჩათვლით. ეს მზიანი, ზღვისპირა ქალაქი რა თქმა უნდა წარმოუდგენელია ბულვარის, შადრევნების, თანამედროვე არქიტექტურის, იახტებისა და მზის ჩასვლის პეიზაჟის გარეშე. საბოლოოდ კი ამწვანებული წალკოტი - ბათუმის ბოტანიკური ბაღი, მრავალფეროვანი მცენარეულობითა და ულამაზესი ხედებით, ნამდვილად მოგგვრით სიმშვიდესა და აღტაცებას.

צרו קשר
  • 95, Angisa Street, Batumi, Georgia
  • ראו במפה
  • CREATED BY
    מעוניינים לרכוש דירה בבטומי? השאירו את הפרטים שלכם ומנהל המכירות שלנו ייצור אתכם קשר בהקדם