აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი და საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქი, ბათუმი ქვეყნის სამხრეთ დასავლეთში, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ბათუმი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული დანიშნულების ადგილია მთელს შავიზღვისპირეთში. ქალაქის კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა მოიცავს 5 ვარსკვლავიან ბრენდულ სასტუმროებს, კაფე-ბარებს, რესტორნებს და ტურისტულ ატრაქციებს.
ბოლო პერიოდში გატარებული ძირეული რეფორმების წყალობით საქართველომ საერთაშორისო რუკაზე პოლიტიკურად სტაბილური და უსაფრთხო (მე-5-ე ადგილი Numbeo-ს მიხედვით) ქვეყნის სახელი დაიმკვიდრა, სადაც გარანტირებულად დაცული საკუთრების უფლება და კორუფციის დაბალი დონეა (პირველი პოსტ საბჭოთა ქვეყნებში Transparency International -ის მიხედვით). ამავდროულად, უდიდესი ტურისტული პოტენციალის წყალობით საქართველო ერთ -ერთი მზარდი ტურისტული დესტინაციაა, რომელიც UNWTO-მ 2018 წელს მეოთხე ადგილზე დაასახელა ტურიზმის ზრდის ტენდენციებით.