ბათუმი ბულვარ რეზიდენსი ახალ ბულვართან ახლოს, წყნარ, მშვიდ და გამწვანებულ უბანში მდებარეობს, საიდანაც სულ რაღაც 1 წუთი დაგჭირდებათ ზღვის სანაპიროზე მისასვლელად. აქვე ჩამოდის მდინარე მეჯინისწყალიც. საცხოვრებლის სიახლოვეს მდებარეობს სავაჭრო ცენტრი, სკოლა, კაფე-ბარები და რესტორნები.
ბათუმი ბულვარ რეზიდენსის მაცხოვრებელების განკარგულებაში იქნება მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა, რაც მოიცავს სპა ცენტრს, საცურაო აუზს, ლობის, კონსიერჟის მომსახურებას, საკონფერენციო დარბაზს. აღსანიშნავია, რომ ბათუმი ბულვარ რეზიდენსის შენობა სრულად ადაპტირებული იქნება.
კომპლექსის შემადგენლობაში შედის 1800 კვ.მ. ეზო, საიდანაც უმეტესი ნაწილი გამწვანებას დაეთმობა.
პატარა მობინადრეების კეთილდღეობაზე საზრუნავად, ბათუმი ბულვარ რეზიდენსში მოწყობილი იქნება საბავშვო ინფრასტრუქტურა.
.ბათუმი ბულვარ რეზიდენსის მაცხოვრებლები ისარგებლებენ ღია და დახურული ავტოსადგომით, რომელიც ჯამში 140 ავტომობილს იტევს.
მშვიდ და უსაფრთხო გარემოს ბათუმი ბულვარ რეზიდენსში 24//7 ვიდეო კონტროლი და ცოცხალი დაცვა უზრუნველყოფს.
ბათუმი ბულვარ რეზიდენსის პროექტი 100 %-ით დაფინანსებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენს მიერ ინვესტირებულ თანხებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
მშენებლობის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხარისხის კონტროლს. შესაბამისად აქცენტი კეთდება მაღალ ხარისხიან, ინოვაციურ სამშენებლო მასალებზე, როგორიცაა მაგალითად ენერგოეფექტური გაზო ბლოკი, რომელიც ხასიათდება თბო და ხმის იზოლაციით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უშუალო სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს კომპანია ანაგი, რომელიც ცნობილია თავისი ინოვაციური მიდგომებით და ხარისხზე ორიენტირებულობით.